logo
ENG



"ხალხს შია" - პარლამენტთან შეზღუდვები გააპროტესტეს

31 იან 202114:06
3 წუთის საკითხავი
 

"ხალხს შია, ეს უკვე პიკია". - ამ წარწერით დიდი ბანერი აქტივისტებმა პარლამენტის წინ გაშალეს. 

მათ შეზღუდვები გააპროტესტეს და ეკონომიკის გახსნა მოითხოვეს. 

აქტივისტებმა ადგილზე მიიტანეს ცარიელი მაცივარიც იმის სადემონსტრაციოდ, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს საჭმელი არაფერი აქვს. 

"საზოგადოებას დაუცარიელდა მაცივარი. ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ მთავრობას იმ ადამიანების სახელებიდა გვარები, რომლებსაც ძალიან უჭირთ, თუმცა არავინ გამოგვხმაურებია". - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ნაბახტეველი. 

"ფუნქცია დაკარგა მაცივარმა და ასეა თითქმის ყველას ოჯახში. ამიტომ, ჩემი თხოვნა და მიმართვა იქნება, გაიხსნას ეკონომიკა. ხვალამდე, 1-ლ თებერვლამდე აქვთ დრო". - ამბობს აქციის სხვა მონაწილე.

ბოლო კვირის განმავლობაში ტრანსპორტის და ეკონომიკის გახსნის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა და კვლავაც არის დაგეგმილი. 


close დახურვა